მოგეხსენებათ, რომ გავრცელებული პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ქ. ტყიბულში , მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი წესების დაცვით მიმდინარეობს შპს. „საქნახშირის“ ფუნქციონირება, აღნიშნული საწარმოს სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ფუნქციონირება წარმოადგენს დიდ საფრთხეს როგორც ქალაქისთვის, ისე მთლიანი ქვეყნისთვის. ამ დროისთვის ქალაქი დგას ეპიდემიური აფეთქების ზღვარზე, მით უფრო, რომ ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ახლომდებარე რაიონებში (ქუთაის, თერჯოლა, ვანი,). გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ქ. ტყიბულის მოსახლეობა ეკონომიკურად დამოკიდებულია ქვანახშირის მოპოვებაზე. მოგმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, გთხოვთ დაინტერესდეთ არსებული ვითარებით და შეიმუშავოთ წესები, ისე რომ ქალქი ვიხსნათ მასობრივი ინფიცირებისგან და შახტაში დასაქმებული პირებიც ფინანსურად არ დავაზარალოთ. ვიდრე ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, შპს „საქნახშირმა“ შეწყვიტოს ფუნქციონირება ,ხოლო ხელფასის სუბსიდირება მოახდინოს სახელმწიფომ.