პეტიციები

გადავარჩინოთ ლარი გაუფასურებას და ქვეყანა შემდგომ ჰიპერინფლაციას

ბატონო გიორგი (პრემიერ-მინისტრი) უმორჩილესად გთხოვთ მაქსიმალურად დაამყაროთ სახელმწოფოს კონტროლი ეროვნულ ბანკზე რომლის გადაწყვეტილებებმა 2013 წლიდან გამოიწვია ლარის კრიტიკული გაუფასურება. 1) მოსთხოვეთ ეროვნულ ბანკს შეუმციროს კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხები (1 თვიანი, 1 კვირიანი და 1 დღიანი) რომელიც 2012 წელს დაახლოებით 400 მილიონიდან გაიზარდა 2,5-3 მილიარდ ლარამდე. ამ თანხის უმეტესი ნაწილი კომერციული ბანკების მიერ გამოყენებულია ვალუტის შესაძენად, სავალუტო მანიპულაციებისთვის. 2) სახელმწიფომ დაიბრუნოს უკან ბანკებისთვის მიცემული 540 მილიონი ლარი საპენსიო ფონდიდან, რომწლიც ასევე გამოყენებული იქნა ვალუტის შესაძენად და ეგ თანხა მიემართოს ქვეყანაში ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური წარმოების შესაქმნელად რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მოიტანს ვიდრე ბანკებისთვის მაგ ფულის სესხება. 3) ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობის ნაცვლად აღდგეს ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად შეწონილი კურსის დადგენის მექანიზმი. ბანკებს და საფინანსო სესხის გამცემ სუბიექტებს დაევალოთ სავალუტო ვაჭრობის დაწყებამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ ინფორმაცია თუ ვის რა ოდენობის ვალუტა სჭირდება და რა მიზნით (ანუ ეს არის კონკრეტული კლიენტების დავალება თუ განპირობებულია საზღვარგარეთ აღებული სესხების მომსახურებისთვის). 4) საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მიზნების გარეშე აიკრძალოს ვალუტის ყიდვა შენახვა. სხვა მხრივ თუკი ხდება რაიმეს იმპორტი იყოს სრული თავისუფლება, მაგრამ თუკი არ მოხდება შესაბამისი ღირებულების საქონლის იმპორტი პირს დაეკისტროს სს პასუხისმგებლობა პლიუს ფინანსური სანქციები. თუკი ვინმე იტყვის რომ ეს არადემოკრატიულია შეგიძლიათ მიუთითოთ 1934 წლის კანონზე აშშ-ში რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს ეკრძალებოდათ საკუთრებაში ოქროს ქონა. დღესაც კი აშშ პრეზიდენტს აქვს უფლება შემოიღოს მსგავსი აკრძალვა. 5) დღგ-ს და მოგების, საშემოსავლო გადასახადი დაწიეთ 13% 6) რეფინანსირების განაკვეთი დაწიეთ არაუმეტეს 5% მდე 7) ბანკებს მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე სავალდებულო დეპოზიტი შეუმცირეთ 5% მდე 8) ეროვნულ ბანკს ინფლაციის მაჩევენებლის კონტროლთან ერტად დაევალოს ეროვნული ვალუთის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. ყოველივე ეს მაქსიმუმ 1 თვის ვადაში მოახდენს ლარის კურსის გამყარებას დაახლოებით 2,5 ნიშნულზე და გრძელვადიან პერსპექტივაში იმოძრავებს 2,25-2,5 კორიდორში.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: ფინანსები, ეკონომიკა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 25 მარტი 2020
ავტორი: ვახტანგ ძიძიშვილი