პეტიციები

გამომცემლობა „წყაროსთვალის“ მხარდასაჭერად

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს როგორც ცნობილია, მიმდინარეობს გრიფირების კონკურსი ახალი სახელმძღვანელოების შესარჩევად. მუსიკის პედაგოგთა საზოგადოება დიდი ინტერესით ველოდებით მუსიკის მე-8 კლასის სახელმძღვანელოებს, მაგრამ სულ ახლახან შევიტყვეთ, რომ გრიფირების კონკურსში გამომცემლობა ,,წყაროსთვალის’’ მიერ სახელმძღვანელოების(ავტორები მაია ოთიაშვილი, ირინე მიქაძე) ელექტრონულად წარდგენისას, მაკეტის სრულად ატვირთვის მიუხედავად, მაინც წარმოიშვა რეგისტრაციის გავლის პრობლემა. წლების განმავლობაში ვასწავლით მაია ოთიაშვილისა და ირინე მიქაძის სახელმძღვანელოებით, რომლებშიც გაკვეთილები ყოველთვის საინტერესოდ არის წარმოდგენილი. ეს ავტორები გვთავაზობენ ყველა იმ მასალას, რომლებიც საჭიროა საგნის სრულყოფილად სწავლებისათვის. ასევე, წლების განმავლობაში აღნიშნული ავტორების მიმართ გვაქვს პროფესიული ნდობა და თანადგომის იმედი.პროფესიული გამოცდილება გვარწმუნებს,რომ მუსიკის საგნის სწავლებისას მათი დახმარებით შევძლებთ ჩვენ წინაშე წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის დაძლევასა და სასურველი შედეგის მიღწევას. მუსიკის პედაგოგები მთელი წელი მოუთმენლად, დიდი ინტერესით ველოდებით მათ მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოებს, რომლებიც ყოველთვის მრავალფეროვანი და ნოვატორულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა, გამოიჩინოთ გულისხმიერება და გამომცემლობის „წყაროსთვალი“ მუსიკის მე-8 კლასის სახელმძღვანელო დაუშვათ გრიფირების კონკურსზე. პატივისცემით, მუსიკის მასწავლებლების საინიციატივო ჯგუფის სახელით: ნუკრი კარკაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლა ნინო ქარდავა - პაქსაშვილი - ბორჯომის მუნიციპ. დაბა წაღვერის საჯარო სკოლა იზა ჩაკვეტაძე - ქ.ცაგერის საჯარო სკოლა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლა ნინო ბუჩუკური - ქ.თბილისის 159-ე საჯარო სკოლა ნანა ჭავჭანიძე - ქ.თბილისის 58-ე საჯარო სკოლა, შპს კერძო სკოლა „ივერონი“ მედია ბექაური - ქ.თბილისის 71-ე საჯარო სკოლა მაკა ტაბუცაძე - ქ.თბილისის 53-ე და 54-ე საჯარო სკოლა თამარ კალაიჩიშვილი - ქ.თბილისის 32-ე და 207-ე საჯარო სკოლა ია ურუშაძე - ქ.თბილისის მე-16 და 133-ე საჯარო სკოლა ნინო ბახტაძე - ქ.თბილისის 120-ე საჯარო სკოლა რუსუდან ჩიქავა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის 1-ლი საჯარო სკოლა მაია გულოშვილი - ქ.რუსთავის მე-16 საჯარო სკოლა

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 2 / 10000
კატეგორია:: განათლება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 25 მარტი 2020
ავტორი: ნუკრი კარკაძე