პეტიციები

კრიზისის პერიოდში ამოქმედდეს პარტიის ,,კანონი და სამართლის'' 5 პუნქტი

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებული კრიზისის ფონზე, პარტიას ,,კანონი და სამართალი'' მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ გარდა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისა, უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის წინაშე მდგარი ურთულესი გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა. მაშინ, როცა მოსახლეობა იძულებულია დარჩნენ სახლში, მათ წინაშე სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად თავს იჩენს ოჯახების გამოკვების და კომუნალური სერვისისთვის გადასახადების გადახდის საკითხი. დღეს, შექმნილ სიტუაციაში ოჯახებს არ გააჩნიათ კვების ელემენტარული შესაძლებლობები და რჩებიან ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის და ინტერნეტის სერვისის გადახდის უუნაროდ. მთავრობის მიერ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას გონივრული ნაბიჯები და ამ მიზნით ჩვენი პარტია მთავრობას და მის მეთაურს მოუწოდებს: 1. გონივრული ვადით გადავადებულ იქნას ყველა ადმინისტრაციული სახდელის გადახდის ვადა, მათ შორის საპატრულო პოლიციის ჯარიმების გადახდის ვადა; 2. გადავადებულ იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექ დათვალიერების ვადა და არ დაჯარიმდნენ მფლობელები; 3. გადავადებულ იქნას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, შეჩერებულ იქნას ყველა გამოსახლება; 4. ტურისტული სფეროს მსგავსად ყველა მეწარმე სუბიექტს გადაუვადდეს საგადასახადო ვალდებულებები და არ მოხდეს მათზე საურავების დარიცხვა; 5. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და ინტერნეტ პროვაიდერებთან კონსულტაციის გზით მოხდეს მათთვის საგადასახადო ვალდებულებების დროებით შეჩრება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად (დაახლოებით 35 %) გააიაფებს მომსახურების ტარიფებს.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: ფინანსები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 25 მარტი 2020
ავტორი: ირაკლი ღლონტი