პეტიციები

გაიზარდოს იმპორტის დღგ-ს ზღვარი 300 ლარიდან 500 ლარამდე

მოგესალმებით, ალბათ ბევრმა იცით, რომ ნებისმიერი ნივთის იმპორტისას, თუ მისი ღირებულება სცდება 300 ლარს, ის ავტომატურად ექვემდებარება დღგ-ს, ანუ 18%-ის დამატებას. მაგალითად, თუ გამოვიწერეთ ნივთი 400 ლარად, მას დაემატება თვითღირებულების 18%- 400*0.18=72 ლარი და მთლიანად მოგვიწევს 472 ლარის გადახდა. მაშინ, როცა ეს კანონი ამოქმედდა, ამერიკული დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო დაახლოებით 1.6-1.7. ანუ ნივთზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა გვიწევდა იმ შემთხვევაში, თუ მისი თვითღირებულება სცდებოდა 300/1.7=180 დოლარს. ეს შეზღუდვა ნორმალურად მოქმედებდა, სანამ დოლარის კურსი სწრაფად გაიზრდებოდა. ამჟამად 1 აშშ დოლარი=3.16 ლარს! რომ გადავთვალოთ, დღგ-ს გადასახადის ზღვარმა 180 დოლარიდან დაიწია 95 დოლარამდე. საქართველოში ბევრია, ვისი საქმიანობაც უცხოეთიდან იმპორტზეა დამოკიდებული. აქედან 2 გზა ჩანს: 1. შემომტანებმა უნდა დაანებონ თავი შემოტანას, ან 2. გაზარდონ ფასები, რომლის გადახდის საშუალებაც ხალხს არ გააჩნია. მე გთავაზობთ მესამე გზას: გავზარდოთ დღგ-ს ზღვარი 500 ლარამდე, თუნდაც დროებით, სანამ ეროვნული ვალუტა საკმარისად არ მოძლიერდება. ამჟამად 500 ლარი= 156.98 აშშ დოლარს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ნივთებს უცხოეთიდან ფასის სწორედ ამ ფარგლებში ყიდულობს. მე მჯერა, რომ დღგ-ს გაზრდა გააუმჯობესებს იმ ხალხის ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც რეგულარულად ყიდულობს ნივთ(ებ)ს უცხოეთიდან, პირადი მოხმარებისთვის ან ბიზნესისთვის. გმადლობთ ყურადღებისთვის

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 10 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 25 მარტი 2020
ავტორი: გიორგი გოგოლაძე