პეტიციები

ლილო არენა დრაგისთვის

ლილო არენაზე, რომელიც სახელმწიფომ გამოუყო საინიციატივო ჯგუფს, მოეწყოს სწორი, მინიმუმ 1500 მეტრიანი სარბოლო საფარი დრაგის მოყვარულთათვის. ვინაიდან ავტომოყვარულების და სპორტული ავტომობილების (რეგლამენტით მოუმზადებელი) მფლობელების სრული უმეტესობა დრაგით არის დაკავებული. ლილო არენის იდეაც თავიდან მდგომარეობდა იმაში, რომ ქუჩაში შემცირებულიყო რბოლები და გამოყოფილიყო ამისთვის სპეციალური ადგილი, თუმცა არსებული პროექტი, ქუჩის რბოლებს ვერ შეამცირებს, ვინაიდან ამ კატეგორიის მძღოლებისთვის არ იქნება ლილო არენაზე სპეციალური მონაკვეთი. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე შეუძლებელია ამ მონაკვეთის მოწყობა, ვინაიდან არ არის საკმარისი ადგილი. ამ მონაკვეთზე შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ მომზადებული სპორტული ავტომობილებისთვის და დრიფტ ქარებისთვის შეჯიბრების მოწყობა, რომლებიც დრაგის მოყვარულებთან შედარებით აბსოლუტურ უმცირესობაში არიან. ვითხოვთ ამ მონაკვეთს დაემატოს დრაგისთვის დამატებითი მონაკვეთი, ან სხვა ადგილას მოხდეს მიწის ფართობის გამოყოფა. სხვა შემთხვევაში თავდაპირველი ინიციატივის იდეა, რომ გზებიდან მრბოლელები ტრეკზე გადავიყვანოთ, გამოდის ფუჭი და არანაირი შედეგი არ გვექნება უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 47 / 10 000
კატეგორია:: სპორტი, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 1 დღე
შექმნის თარიღი: 05 მარტი 2020
ავტორი: კარლო მირუაშვილი