პეტიციები

ღონისზიებები თადარიგის უმცროს უფიცერთა უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისის

მოცემულობა: არსებული კანონმდებლობით თადარიგის პოლიციის, სპეცსსამსახურების და სხვა სამართალდამცავ უწყებათა უფროს ოფიცერთა შემადგენლობას უფლება აქვს შეიძინოს, შეინახოს და ატაროს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი ან რევოლვერი. ლოგიკა რის გამოც გაიცემა თადარიგის უფროს ოფიცერთა შემადგენლობაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ტარება, შენახვის უფლება ენიჭება უმთავრესად შემდეგია: • წარსულში მათ მიერ გაწეული სპეციფიური საქმიანობა ოპერატიული და სამართალდამცავი მიმართელებით, შესაძლოა გახდეს მათ მიმართ შურისძიების მიზეზი და შესაბამისად დამატებითი ეძლევა უფლება ფლობდეს და განკარგავდეს ცეცხლსასროლ იარაღს, რაც ქმნის დამატებით გარანტიებს; (კომენტარი-გიორგი მკურალიძე-უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა-უმცროსი ლეიტენატი, უფროსი ლეიტენანტი და კაპიტანი ანალოგიურ სარისკო და სპეციფიურ სამსახურეობრივ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდნენ) • პირი რომელიც ფლობს ოფიცრის სტატუსს (როგორც უფროსი, აგრეთვე უფროს ოფიცერთა შემადგენლობა) გავლილი აქვს შესაბამისი შემოწმება და როგორც წესი გამოირჩევა მაღალი ნდობის კოეფიციენტით; • პირი რომელიც ფლობს სამართალდამცველი და სამხედრო სამსახურის ოფიცრის წოდებას (როგორც უფროსი, აგრეთვე უფროს ოფიცერთა შემადგენლობა) გამოირჩევა ცეცხსასროლი იარაღის ფლობის უნარჩვევებით; (კომენტარი-გიორგი მკურნალიძე-სამართალდამცველი თადარიგის ოფიცერი ფლობს რა მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღს ირიბად ეშველება სამართალდამცველ უწყებებს კანონიერების დაცვაში რადგან კრიმინალური ქცევის გარკვეულ შემაკავებელ და საპრევენციო ფუნქციას ასრულებს) გამოსავალი და პეტიციის მოთხოვნა: თადარიგის უმცროს ოფიცერთა შემადგენლობამ ისარგებლოს იგივე უფლებით, რითაც სარგებლობს უფროს ოფიცერთა შემადგენლობა იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების უფლების დაკანონებას. როგორც ზემოთ იქნა განმარტებული ჩვენი აზრით ფაქტობრივი განსხვავება რისკის და უნარების ნაწილში უმცროს და ოფიცერთა შემადგენლობის საკითხში არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოების და სიცოცხლის უფლების დაცვას აქ უდაოდ დაუცველია უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10 000
კატეგორია:: სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 1 დღე
შექმნის თარიღი: 05 მარტი 2020
ავტორი: გიორგი მკურნალიძე