პეტიციები

დასაქმებელთა შრომითი უფლებების დაცვის ღონისძიებების გასაუმჯობესებლად

დასაქმებელთა შრომითი უფლებების დაცვის ღონისძიებების გასაუმჯობესებლად: დაეკისროს დამსაქმებულს დასაქმებულის დაღუპვის შემთხვევაში 100 000 ₾ გადახდა მოცემულობა: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ათეულობით მუშა, მეშახტე და სხვა პროფესიის ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა არასათანადო და უსაფრთხო სამუშაო პირობების არ არსებობის გამო. ხშირად კომპანიები არაჯეროვან ყურადღებას აქცევენ უსაფრთხოების საკითხებს, აგრეთვე ზოგავენ თანხას უსაფრთხოების პრობების შესაქმნელად. გამოსავალი და პეტიციის მოთხოვნა: დაეკისროს დამსაქმებულს სამუშაო მოედანზე დასაქმებულის დაღუპვის შემთხვევაში 100 000 ₾ გადახდა ოჯახისთვის; ხოლო შრომის ფუნქციის სრული დაკარგვის შემთხვევაში აგრეთვე ზემოხსენებული ოდენობის თანხოს გადახდა; რაც შეეხება დაზიანებას, (თუ დაზღვეული არ არის კომპანიის მიერ) მკურნალობა გაეწიოს კომპანიის დაფინანსებით. საქართველოს მთავრობის და მთავრობის მეთაურის უშუალო ჩართულობა ზემოხსენებული პრობლემის მოგვარებაში ვფიქრობთ გადამწყვეტ როლს იქონიებს, თუ ბუნებრივია არსებობს ნება მოქალაქეებზე ზრუნვის. 2020 წლის 20 თებერვალი

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 3 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 05 მარტი 2020
ავტორი: გიორგი მკურნალიძე