პეტიციები

საწვავის ხარჯის ეფექტური შემცირება

საქართველოს სახელმწიფო (მუნიციპალური) ავტოპარკი წლის განმავლობაში დაახლოებით რამოდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების საწვავს მოიხმარს. სოლიდურია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების, თვითმმართველობების, სსიპ-ის და ა(ა)იპ-ების მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობა. საწვავის ხარჯის ზრდას, ხშირად ავტომობილებზე ოპტიმალურ ზომაზე დიდი (ფართო) საბურავების დაყენება განაპირობებს. დიდი ზომის საბურავებით, შესაძლოა ავტომობილი ვიზუალურად უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელია, მაგრამ აღნიშნული ცვლილება საწვავის მოხმარების 5-10%-ან ზრდას იწვევს. გაზრდილი ხარჯი, გამონაბოლქვი, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია და დავადებების რისკი, ამცირებს მოსახლეობის კეთილგანწყობას და ნდობას. საწვავის მოხმარების ოპტიმიზაციის და ხარჯების ეფექტურ შემცირების მიზნით სასურველია: - სახელმწიფო (მუნიციპალური) ავტოპარკისთვის განისაზღვროს და შეირჩეს საბურავების ოპტიმალური (ვიწრო) ზომები შედეგად: - შემცირდება საწვავსა და საბურავებზე გაწეული დანახარჯები - შემცირდება მავნე გამონაბოლქვი და გაუმჯობესდება ეკოლოგიური გარემო - შემცირდება დავადებების რისკი და მკურნალობის ხარჯები. - შემცირდება საწვავის იმპორტი. ადგილზე დარჩენილი უცხოური ვალუტა, სტაბილური და მყარი ლარის კურსი - გაიზრდება ხალხის ნდობა და კეთილგანწყობა

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 4 / 10 000
კატეგორია:: ფინანსები, ეკონომიკა, გარემოს დაცვა,
ვადა: 7 დღე
შექმნის თარიღი: 30 დეკემბერი 2019
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე