პეტიციები

სსმ პირთა დღის ცენტრ "იალონის" თითოეულ ბენეფიციალზე გამოყოფილი ფინანსური მინიმუმის გაზრდა.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 10 ინკლუზიური სკოლაა, თუმცა მიუხედავად სკოლების სიმცირისა, სახელმწიფო მაინც ვერ ახერხებს სათანადოდ უზრუნველყოს თითოეული მათგანი ფინანსური თვალსაზრისით, მაგალითად, საგურამოში მდებარე ერთ-ერთი ინკლუზიური სასწავლო ცენტრ „იალონის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვზე გამოყოფს მხოლოდ 13 ლარს, რომლითაც ცენტრმა უნდა უზრუნველყოს როგორც პედაგოგის ანაზღაურება, ისე სსმ პირების ტრანსპორტირება და კვება, რაც მიზერული თანხაა ცენტრის არსებობისთვის. ვინაიდან, რადგანაც აღნიშნული ტიპის სკოლების მიზანი შეზღუდული უნარებისა და შესძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციაა, ცენტრების არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა ხელს შეუშლის ბავშების განვითარებას, რადგან ამ გზით სკოლა სათანადოდ ვერ უზრუველყოფს მათთვის შესაბამისი აქტივობების განხორციელებას.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 3 / 10000
კატეგორია:: ფინანსები, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 30 დეკემბერი 2019
ავტორი: ელენე გალუსტაშვილი