პეტიციები

წყალდიდობის პრევენცია

საქართველოს ტერიტორიის 80% მთაგორიანია, ამ გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარე ხშირია სტიქიური უბედურებები. მუნიციპალიტეტებში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეებია: ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი, მდინარის ნაპირების წარეცხვა და ღვარცოფი. ეს პროცესები პერიოდულად ემუქრება და საშიშროებას უქმნის ქალაქებს, დაბებს და სოფლებს, აზიანებს საავტომობილო და სარკინიგზო გზებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მწყობრიდან გამოჰყავს საირიგაციო და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები. საქართველოში ბუნებრივ კატასტროფებს შორის ხშირია წყალდიდობა, რის გამოც ყოველწლიურად 100000-მდე ადამიანი ზარალდება. წყალდიდობა შეიძლება გამოწვეულ იქნეს მდინარეებში, ტბებსა და ზღვებში წყლის დონის მკვეთრი მატებით, კოკისპირული წვიმებით ან/და თოვლისა და ყინულის სწრაფი დნობით. სახელმწიფოს სათანადო პრევენციული ზომების დაგეგმვით და განხორციელებით შეუძლია წყალდიდობის ალბათობის შემცირება ან/და მასშტაბის (გავლენის) შეზღუდვა. პრევენციული ზომები ეკონომიკურად ეფექტიანია, იგი შეიძლება გახდეს ინოვაციის, ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება. ყოველივე ამისთვის სასურველია: - მოხდეს კარგად გათვლილი (დაპროექტებული) უკეთესი ხარისხის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ტექნიკური შესაძლებლობების (მათ შორს წყალგამტარიანობის) გაუმჯობესება-განვითარება. - წყლის არსებული სისტემების და ინფრასტრუქტურის განახლება - მდინარეების კალაპოტის მართვის (წმენდის) გეგმა-გრაფიკი - გაძლიერდეს და შეკეთდეს წყალდიდობის შემამსუბუქებელი ინფრასტრუქტურა (საინჟინრო ნაგებობები და სხვა) იმ რაიონებში, სადაც დიდია განმეორებითი წყალდიდობისა და წყალმოვარდნის რისკი. - ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, ადრეული შეტყობინების სისტემის მოწყობა დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია უცხოური დონორებისგან და მეგობარი ქვეყნებიდან (გაეროს მიერ 2015 წელს შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზანი N11. ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება 2030 წლისთვის საგრძნობლად შემცირებული სიკვდილიანობის, დაზიანებისა და ეკონომიკური დანაკარგის მაჩვენებელი მსოფლიოს მშპ-სთან შედარებით, რაც გამოწვეულია ბუნებრივი კატასტროფების, მათ შორის წყალთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად). შედეგად: - შემცირებული ადამიანური ტრაგედიები - შემცირებული სახელმწიფოს ფინანსური დანახარჯი - შემცირებული ინფრასტრუქტურული დაზიანებები და შეუფერხებლად მიმდინარე ეკონომიკური პროცესები

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 5 / 10 000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ფინანსები, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები, ინოვაციები,
ვადა: 7 დღე
შექმნის თარიღი: 30 დეკემბერი 2019
ავტორი: ნანა ტუსკაძე