პეტიციები

ობიექტური გასამრჯელო = დააფასო შრომა

ქალაქ ჭიათურაში დასაქმებულთა მოსახლეობის 85% მანგანუმის გადამუშავებაშია დასაქმებული ,ხოლო მიწის ქვემოთ იმუშავო რაცარუნდა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომებო ყოველთვის იქნება ექსტრემალური სიტუაცია . მინდა აღნიშნულ მუშა-მოსამსახურეებს ობიექტური ანაზღაურება ჰქონდეთ შესრულებული სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე. შედგეს კომისიის მსგავსი ,რომელიც გამოიკვლევს და დააკვირდება მუშაობის პროცესში მუშას. ხოლო აღნიშნული პიროვნება გამოიყვანს თანხას ,რომელსაც სრულებით ობიექტურად იმსახურებს ზენოთ დასაქმებული პიროვნება. ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს მის მიერ გაწეული შრომის მიხედვით და ვფიქრობ ერთნაირი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს მაგ (ოპერატორს და მუშას ) ოპერატორი - კომპიუტერთან მუშაობს ,რომელსაც შესაბამისად მოწყობილი ოთახი აქვს ,ხოლო მუშა- ფიზიკურ შრომაშია მთელი მისი ცვლა და ერთნაირი ხელფასი ამ ორ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს შეუძლებელია ჰქონდეს ობიექტურად. იმედია განიხილავთ ჩემს მიერ შემუშავებულ ხედვას კონკრეტულად მსგავს საკითხებსი . ჭიათურის გარდა ბევრი ქალაქი და კომპანიაა ,რომრლშიც უსამართლოდ და არაობიექტურად აქვთ გასამრჯელო განაწილებული.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 5 / 10 000
კატეგორია:: ფინანსები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები,
ვადა: 7 დღე
შექმნის თარიღი: 30 დეკემბერი 2019
ავტორი: ლუკა პაპიძე