პეტიციები

უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უფლებაა

ჭიათურა პოპულარული ქალაქია ,რომელიც ლოკაციითა და რელიეფით გამოირჩევა. მაგრამ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებამ ქალაქის იერსახესთან ერთად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იმოქმედა. მე მინდა მოწესრიგდეს ქალაქში არსებული პრობლემა ,რაც სამომავლოდ თაობებზე მოახდენს გავლენას. ჭიათურაში კრიტიკული მაჩვენებელია ჰაერის დაბინძურების ,რაც მოქალაქეებს სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს უნვითარებს. მოსახლეობის სრული უფლებაა სუფთა ჰაერი ისუნთქოს და არა მანგანუმი . ასევე ხაზს ვუსვამ მუშების უსაფრთხოებას ,რაც არცერთი კრიტერიუმით არ არის დამაკმაყოფილებელი და მუშის ყოველი დღე ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობას ითვალისწინებს. დიდი სურვილი მაქვს ეს ორი მართლაც ქალაქის არსებობისათვის გადამწყვეტი პრობლემა აღმოიფხვრას და შესაბამისმა ორგანოებმა ყურადღება მიაქციონ.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 3 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 30 დეკემბერი 2019
ავტორი: ლუკა პაპიძე