საქართველო 21-ე საუკუნე,და ისევ,როდესაც დასაქმებული სამართალს ეძებს,მეორე დღეს ახალი სამსახურის ძიება უწევს.სამსახური ჩვენი ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია,რადგან ფულის გარეშე ვერაფერს ვერ ახერხებ,ანდა თუ ეს ფული გაქვს შესრულებული სამუშაოსთვის იმდენად ცოტას გიხდიან,რომ ამ თანხის მსყიდველუნარიანობა საკმაოდ მწირია.უმეტესობა ახალგაზრდებისა შეჭირვებულია და იმის გამო,რომ ოჯახში ლუკმა პურის ფული შეიტანონ და სწავლის ფული გადაიხადონ,ათას დამცირებას და შეურაწყოფას იტანენ სამსახურში,მეტწილად დაუმსახურებელს.საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა,რადგან ჩვენ შედეგად ვიღებთ,ფსიქიკა მოშლილ მომავალ თაობას და რის გამო,რომ ვიღაცამ არ იცის როგორ მოექცეს დაქვემდებარებულს.? მნიშვნელოვანია ნამდვილად ქვეყანაში სამუშაო ადგილების არსებობა,მაგრამ მხოლოდ ამ ადგილების არსებობა არ კმარა,არამედ ამ გარემოს მორგებაც საჭიროა დასაქმებულზე,მხოლოდ დასაქმებული არ უნდა ერგებოდეს ბიზნეს-ოპერატორის მოთხოვნებს.ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე გვაქვს მოწესრიგებული სურსათის უვნებლობის საკითხი ნებისმიერ კვების დაწესებულებაში.იგივე საკანონმდებლო რეგულაციებია საჭირო,ჯერ პირველ რიგში საკანონდებლო ორგანოს,პარლამენტის მხრიდან,ხოლო საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შემდეგ ამით უნდა იხელმძღვანელოს,შრომითი პირობების ინსპექტირების სამსახურმა და თითოეულ გადაცდომაზე,რომელიც დაფიქსირდება ბიზნეს ოპერატორების მხრიდან მკაცრად უნდა იქნეს დასჯილი.პირველი შემთხვევის დროს ჯარიმით ხოლო შემდეგში სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით,სანამ არ მოხდება სათანადო გადამზადება,ადმინისტრაციისა,თუ რას ნიშნავს გუნდი,მოტივაცია და რა როლი აკისრია ლიდერს კარგი გუნდის ფორმირებაში.მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს სწრაფი კვების ობიექტებს,სადაც დაბალ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად,ძალიან სტრესული გარემოა.საუბარია ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალსა და კეთილდღეობაზე,რომლისთვისაც ყველად ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯი.