პეტიციები

საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს დაწესება

ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს მოხალისეობის განვითარებას. საქართველოში მოხალისეობრივ საქმიანობაში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული საქმიანობის წახალისება ნაკლებად ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ჯილდოს დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც უანგაროდ ეხმარებიან საქართველოში სოციალურად დაუცველ ჯგუფებსა თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს. ვინაიდან საუკეთესო მოხალისის ჯილდოს არ მიესადაგება “საქართველოს სახელმიწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ” კანონში მითითებული არც ერთ ჯილდოს, პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ დასახელებულ კანონში შევიდეს ცვლილებები, განისაზღვროს საუკეთესო მოხალისის ჯილდო და მისი გადაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლიდან გამომდინარე.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 46 / 10 000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 9 დღე
შექმნის თარიღი: 19 ნოემბერი 2019
ავტორი: ANA JABAURI