პეტიციები

გავიგუდეთ

#გავიგუდეთ პეტიცია რუსთავში ჰაერის დაბინძურების მხრივ სავალალო მდგომარეობაა. ამას ადასტურებს როგორც air.gov.ge-ს მონაცემები, ასევე სხვა საერთაშორისო კვლევები. ამის პარალელურად, გვაქვს ონკოლოგიური და რესპირატორული სისტემების ქრონიკული დაავადებების შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსთავის მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული დინამიკისგან. ეს პრობლემები გამოწვეულია რუსთავში მომუშავე საწარმოების მიერ დარღვეული და გაუმართავი საწარმოო პროცესებით, მოძველებული ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენ, რუსთავის მოსახლეობა, ვითხოვთ შემდეგს: 1. საწარმოებისგან ვითხოვთ: a. მოერგოს საწარმოო სისტემა ევროპულ სტანდარტებს; b. მოწესრიგდეს ფილტრაციის სისტემა; c. 2 თვის ვადაში ქარხნებმა წარადგინონ ნარჩენების მართვის გეგმა და დაიწყონ მისი განხორციელება; d. დამსაქმებლებმა აიღონ პასუხისმგებლობა დასაქმებულთა წინაშე, შექმნან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემო, უზრუნველყონ დასაქმებულების ჯანმრთელობის დაცვა; e. აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთონ ქალაქის განვითარების პროცესში. 2. ქალაქის ხელმძღვანელობისგან ვითხოვთ: a. რუსთავი-თბილისის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტის - ავტობუსების - დანიშვნა, რომლებიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული შშმ პირებისთვის; b. უზრუნველყოს ქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორწყვა/დასუფთავება; c. შეიძინოს მობილური სადგურები წყლისა და ჰაერის სენსორებით, რომლებიც იქნება ქალაქის თვითმმართველობის დაქვემდებარებაში და გააკონტროლებს არსებულ საწარმოებს და მათი დაბინძურების ხარისხს; d. ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შეიქმნა სამოქმედო გეგმა გარემოსდაცვის და ჰაერის დაბინძურების მიმართულებით და უზრუნველყოს ამ გეგმის განხორციელება. 3. პარლამენტისგან ვითხოვთ: a. ქმედითი გარემოსდაცვითი რეგულაციების შექმნას და არსებულის გაუმჯობესებას; b. შეიქმნას ბერკეტი წარმოებების და საწარმოო პროცესების შესამოწმებლად და დარღვევების აღმოსაფხვრელად; c. საწარმოების მაკონტროლებელი სისტემა გახდეს უფრო მოქნილი.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 203 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 19 ნოემბერი 2019
ავტორი: გიორგი მეყანწიშვილი