პეტიციები

III და IV კატეგორიის საწარმოებისათვის 1 თვით გადავადდეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა

მოგეხსენებათ, რომ იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულნი არიან თავიანთი - 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება წარადგინონ ამა წლის 1 ოქტომბრამდე. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგებები არ არის ახალი მსხვილი საწარმოებისათვის, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ 2018 წლის 1 ოქტომბერს, ხოლო მცირე და საშუალო კატეგორიის საწარმოების მხრიდან ანგარიშგების წარდგენა ხდება პირველად. მცირე და საშუალო საწარმოების გამოუცდელობისა და შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე (მაგალითად აუდიტორის მომსახურება, ან მაღალკვალიფიციური ბუღალტრის დაქირავება), გთხოვთ წარდგენის ვადა, ნაცვლად 1 ოქტომბრისა გადაგვიტანოთ 1 ნოემბერს.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: ფინანსები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 27 სექტემბერი 2019
ავტორი: არჩილ სამნიძე