პეტიციები

დაეხმარე ლეღვანს --- აღადგინეთ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანის გზა

ხარაგაულის რაიონის სოფელი ლეღვანი 2019 წლის 7 ივნისიდან ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს , რამდენადაც სტიქიამ დააზიანა ( ჩამოშალა და წაიღო) სოფელთან დამაკავშირებელი ერთდერთი საავტომობილო (და ამავდროულად საფეხმავლო) გზის ნაწილი . უკვე მეორმოცე დღეა სოფლის მოსახლეობა იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში . ფაქტიურად შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება, დროულად ვერ ეწევა სამედიცინო დახმარება, გაძნელებულია საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით სოფლის მოსახლეობის მომარაგება, რამაც შესაბამისად გამოიწვია აღნიშნულ მომსახურეობებზე ფასების გაზრდა.გზის აღდგენის პროექტი უკვე შედგენილია და გადაგზავნილია მთავრობაში , მაგრამ დღემდე ( უკვე მეოცე დღეა ) არ ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა გზის აღსადგენად. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან უახლოესი ( ერთი კვირის ) განმავლობაში სოფელ ლეღვანის გზის აღსადგენად თანხის გამოყოფას და სამუშაოების დაწყებას დაეხმარეთ ლეღვანს

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 30 ივლისი 2019
ავტორი: დავით ზიბზიბაძე