მეგობრებო! 2019 წლის 9 ივლისს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის ვ.ვ. პუტინის საჯარო განცხადებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბება და ისტორიული ფაქტების დამახინჯება აქტიურ ასახვას პოვებს რუსეთის სახელმწიფოს როგორც შიდა ასევე საგარეო პოლიტიკაში. უფრო მეტიც ყალბი შეფასებებით ხელმძღვანელობს რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირი. სახეზეა რომ საქართველოს მთავარ ეროვნულ ინტერესებშია თავისი ისტორიის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აგრესორისგან. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ შემდეგ აუცილებელ ნაბიჯებს: 1) საქართველოს საელჩოებს და კულტურის სამინისტროს საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებით საქართველოს შესახებ ობიექტური ისტორიის გავრცელების მიზნით დაევალოთ: ევროკავშირის და ამერიკის ქვეყნებში დიდი ტირაჟით გამოიცეს რუსი, ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, არაბი, სპარსელი და სხვა ცნობილი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები საქართველოს ისტორიაზე 2) გამოიყოს ულიმიტო თანხა ჰოლივუდის ყველაზე კარგი კინოსტუდიების და რეჟისორების მიერ შემდეგი შინაარსის ფილმების გადაღებაზე: ა) ქართველ წმინდანებზე (საქართველოს ეკლესიასთან შეთანხმებით) ბ) საქართველოს ოქროს ხანაზე გ) წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალადობრივ გასაბჭოებაზე 3) უზრუნველყოფილი იყოს თანხების ხარჯვის გამჭირვალობა ეს იქნება თქვენი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების პრევენციისა და იდეოლოგიური დივერსიის აღსაკვეთად