პეტიციები

მუნიციპალიტეტებში ფილტრაციის სრული ციკლის მოწყობით სასმელი წყლის ხარისხის ეფექტური ზრდა

მუნიციპალიტეტებში (სოფლებში) მოსახლეობის განვითარება და ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხზე. წყლის ციკლის სრული ფილტრაციის არქონის გამო, არასათანადო ხარისხის წყალი, მრავალი თაობების ჯანმრთელობისთვის წარმოშობს რისკ-ფაქტორებს, იწვევს მოსახლეობის და სახელმწიფოს მნიშვნელოვან ფინანსურ-ეკონომიკურ დანახარჯს. ბუნებაში მოპოვებული წყალი სუფთაა, მაგრამ მაინც აუცილებელია მისი ანალიზი და გაწმენდის საჭირეობა. ნებისმიერი წყალი შეიცავს მინარევებს გახსნილ ან მყარ მდგომარეობაში. მაგ: წვიმის წყალი ჰაერიდან შთანთქავს აზოტსა და ნახშირორგანს, ეხება მტვერს, კვამლს და სხვა მინარევებს, რომელიც მასში რჩება. მას ასევე შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ბაქტერია და სპორები. ზედაპირული წყლები შეიძლება შეიცავდნენ თიხის მძიმე მინარევებს. აგრეთვე, წყლის ხარისხი მკვეთრად გავლენას ახდენს წყალდიდობის, მეწყერის, გვალვის და სხვა შემთხვევები. მიწისქვეშა ჭაბურღილებიდან მიღებული წყლები შეიძლება იყოს რთული, რაც დამოკიდებულია ნიადაგის მინერალურ შემადგენლობაზე, ქიმიური მინარევები იმყოფება ნებისმიერ ბუნებრივ წყალში. მნიშვნელოვანია მათი გავლენისა და მნიშვნელობის შესწავლა. მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის მიწოდებულმა წყალმა შეიძლება დააკმაყოფილოს ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები, თუმცა არ იყოს საიმედო ბაქტეროლოგიური თვალსაზრისით. წყლის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. პრევენციისთვის სასურველია: მუნიციპალიტეტებში (სოფლებში) მოეწყოს ფილტრაციის რამოდენიმე დონიანია სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის სასმელად უვნებელი წყლის ხარისხის ეფექტური ზრდას და მის მოსახლეობისთვის მიწოდებას. აუცილებელი სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელდებით წყალმომარაგების ყოველ ეტაპზე (წყალაღებიდან-მომხმარებლამდე). დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია უცხოური დონორებისაგან და მეგობარი ქვეყნებიდან (გაეროს მიერ 2015 წელს შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზანი N6 სუფთა წყალი და სანიტარია. განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა წყალთან და სანიტარიასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, წყლის მოპოვების, გამტკნარების, ჩამდინარე წყლების მართვის, გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების ტექნოლოგიების კუთხით. წყალმომარაგებისა და სანიტარიული მართვის გაუმჯობესების პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაწილეობის ხელშეწყობა და გაძლიერება) შედეგად: - გაუმჯობესებული სასმელად უვნებელი წყლის ხარისხი - გაუმჯობესებული მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემცირებული ავადობები - მოსახლეობის ჯიბიდან და სახელმწიფოს დაზღვევის მხრიდან შემცირებული მკურნალობის დანახარჯები

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 24 ივლისი 2019
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე