პეტიციები

ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებების პრევენცია

სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს, აღებული ვალდებულების შესასრულებლად, ხშირ შემთხვევაში, არ გააჩნია საკმარისი საკუთარი რესურსი, არ ჰყავს ან/და არ ყოფნის ტექნიკა, მუშაობს გეოგრაფიულად ვრცელ არეალზე და ერთდროულად ასრულებს რამდენიმე შესყიდვას. საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე ფარულად აფორმებს შეთანხმებას ქვეკონტრაქტორთან , რომელსაც რეალურად არ აქვს ისეთი კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რაც დააკმაყოფილებს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის პირობებს. . ეს ყველაფერი წარმოშობს გარკვეულ რისკებსა და პრობლემებს. კერძოდ: უცნობია, თუ რეალურად ვინ განახორციელა აღებული ვალდებულებები და მიიღო სახელმწიფო ფული. ქვეკონტრაქტორი შესაძლოა არაკვალიფიკაციურის გარდა, იყოს ცუდი რეპუტაციის მქონე, შავ სიაში მყოფი კომპანია. საბოლოოდ ეს ყველაფერი აფერხებს და დროში აგვიანებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სასურველია: 1. სატენდერო კომისის მიერ, პრეტენდენტის შესაძლებლობების შეფასების და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, ელექტრონული შესყიდვების სისტემაში, მყისიერად გამოჩნდეს: - თუ რამდენი მოქმედი ხელშეკრულება აქვს პრეტენდენტს და რა ადგილ-ლოკაციებზე ასრულებს სამუშაოებს. - მონაცემები შსს მომსახურების სააგენტოს ბაზიდან, პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული სატვირთოების და სპეცტექნიკის შესახებ. 2. სავალდებულო გახდეს, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის 5დან-10%-მდე მოთხოვნა, თუ სამუშაოების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს. შედეგად: მივიღებთ შესყიდული საქონლისა და მომსახურების მაღალ (მისაღებ) ხარისხს გამოჩნდება ვინ განახორციელა აღებული ვალდებულებები და მიიღო სახელმწიფო ფული. შეამცირდება არაკვალიფიკაციური და არაკომპეტენტური ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოები შემციდება ინფრასტრუქტურულ პროექტების დროში შეფერხება.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 10 / 10 000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ფინანსები, ეკონომიკა,
ვადა: 9 დღე
შექმნის თარიღი: 02 აპრილი 2019
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე