პეტიციები

პენსიონერების მოთხოვნა

საქართველოს პენსიონერების სახელით მოვითხოვთ პენსია დაგვენიშნოს მინიმუმ 500 ლარის ოდენობით თითოეულ პენსიონერს. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, მთელი ცხოვრების მანძილზე ვმუშაობდით კეთილსინდისიერად და ვიხდიდით დღგ-ს მანამდე, ვიდრე მთავრობამ დაუმსახურებლად არ შეგვამცირა და დაგვატოვებინა სამუშაო ადგილები არაკანონიერად : 40 წლის ზემოთ ვინც ვიყავით, ყველა დაგვითხოვა სამსახურიდან და დაგვტოვა საარსებო მინიმუმის გარეშე. დღესდღეობით 200 ლარი დახმარება, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, წამლებშიც არ გვყოფნის. ამიტომ მოვითხოვთ პენსიის დანიშვნას არანაკლებ 500 ლარისა, თუმცა თითოეული ჩვენგანის სამუშაო სტაჟი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი იყო, სამწუხაროდ წინა მთავრობამ ბათილად ცნო, გაანადგურა ყველა წიგნაკი. არქივის დახმარებით მათი აღდგენა შესაძლებელია. კატეგორიულად მოვთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა და საშუალება მოგვცეთ ღირსეულად ვიცხოვროთ, ხვალინდელი დღის შიშის გარეშე. საქართველოს პენსიონერთა სახელით - საქართველოს ეროვნულ პარლამენტს.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 9 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 18 მარტი 2019
ავტორი: ეთერ ჩაგელიშვილი