პეტიციები

მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ჯანდაცვის ხარჯების ეფექტური შემცირება

ასაკოვანი მოსახლეობაში (პენსიონერებში) ჰიპერტენზიით (არტერიული წნევით) გამოწვეული გართულებების დაგვიანებითი მკურნალობა დიდ ტვირთად აწვება ქართულ ოჯახებს და სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას. არტერიული წნევის მქონე პაციენტები არ მიმართავენ დაავადებათა კონტროლს. დავადების პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის უფრო ნაკლებ ხარჯიანია, ვიდრე უკვე გართულებული დაავადებათა მკურნალობა, რადგან გაცილებით იაფია დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე კონტროლი, ვიდრე ჰოსპიტალიზაციის დროს უკვე გართულებული მდგომარეობის მკურნალობა. ჰიპერტენზიის პრევენციის და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საშუალებების გამოყენება. სასურველია სახელმწიფომ ერთჯერადად ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, შეიძინოს არტერიული წნევის საზომი ელექტრო აპარატები და მოახდინოს მათი პენსიონერებისათვის (მთავარი რისკ-ჯგუფისთვის) გადაცემა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია. დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია უცხოური დონორებისაგან და მეგობარი ქვეყნებიდან (გაეროს მიერ 2015 წელს შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზანი N 3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა). აპარატების შეძენა შესაძლებელია სავაჭრო პლატორმა https://www.alibaba.com/ -ზე მათი ფასი 5-20 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე. შედეგად: - გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადარჩენილი და გახანგრძლივებული ადამიანთა სიცოცხლე, კონტროლირებული არტერიული წნევა - ჰოსპიტალიზაციასა და სტაციონარში ძვირადღირებული პროცედურებზე ეფექტურად შემცირებული (დაზოგილი) სახელმწიფო ფინანსები - სახლში წნევის კონტროლით ადეკვატური წარმოდგენა მიღებული წამლის მოქმედების ეფექტურობაზე (უხარისხოს ჩაანაცვლებს უკეთესით) - მოსახლეობის პირადი ჯიბიდან შემცირებული მკურნალობისთვის საჭირო სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი დანხარჯები - პროექტით მოიცვება - საქართველოს ოჯახების უმრავლესობა, აპარატები ვარგისია 5-10 წელი

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 11 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 18 დეკემბერი 2018
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე