პეტიციები

რკინიგზა ბაკურიანში

აღდგეს, განახლდეს, რეაბილიტირდეს თბილისი-ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი. აღიჭურვოს იმავე ტიპის ვაგონებითა და სერვისით, როგორიცაა წარმოდგენილი თბილისი-ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზის მიმართულებით და რეისების ინტენსივობაც რეგულირდეს სეზონის გათვალისწინებით. დღესდღეობით ქვეყანაში არსებული გაუმართავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ამ ინფრასტრუქტურის დახვეწისა და მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივის არარსებობის გამო, უკიდურესად გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას შორის, სტატისტიკურად, გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებას სწორედ სარკინიგზო მატარებელი წარმოადგენს. დროა საქართველოს რკინიგზამ აღასრულოს თავის ფუნქცია და დაფაროს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მაგისტრალები. ეს ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც და ტურისტებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 5 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 06 აგვისტო 2018
ავტორი: ნინო მამულაშვილი-ალლენ