პეტიციები

ნაგავის სეპარირება

სავალდებულო გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე ნაგავის სეპარირება. 2018 წლის ივლისი ბოლოს მდგომარეობით, თბილისის მერია გეგმავს სეპარირებული ნაგვის ურნების განთავსებას დედაქალაქში, მაგრამ აღნიშნული არ იქნება შედეგის მომცემი ქმედება, თუ ნაგავის სეპარირება არ გახდება სავალდებულო თითოეული მოქალაქისთვის. იმის ფონზე, რომ ნაგავის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მოლაპარაკებები სირთულეებს განიცდიან და სასამართლოშია გადასული მისი აგების საკითხი, საეჭვოა, რომ მერიამ მარტომ შეძლოს ნაგავის გადამუშავების უზრუნველყოფა. სულ მცირე 3 სახის ნაგავის ცალკე გამოყოფა არის საჭირო: პლასტმასის, შუშის და ქაღალდის, რომელთათვისაც განთავსება ურნები. აგრეთვე, შესაძლებელია გამოიყოს ჩაბარების პუნქტები უფრო დიდი ნარჩენებისთვისაც: საბურავების, სამშენებლო ნარჩენები, მყარი მეტალები. აღნიშნული ნარჩენების გამოყოფის და ჩაბარებისვალდებულების დაკისრება მოქალაქეებზე გამოიწვევს ამ სფეროთი დაინტერესებას, მოიზიდავს კერძო კომპანიებსაც, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში ეს სფერო აუთვისებელია და მისგან მიღებული სარგებელი საკმაოდ მაღალი (როგორ ამას მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს) ნაგავის სეპარირების განხორციელება მოქალაქეების მხრიდან მინიმალურ ძალისხმებას საჭიროებს, კერძო ბიზნესის სტიმულირების საშუალებას წარმოადგენს და უდიდეს ზეგავლენას მოახდენს გარემოს გასუფთავების მხრივ. აღსანიშნავი, რომ დღეისთვის ნაგავის ჩაბარების 8 პუნქტი არსებობს, ისიც თბილისის მასშტაბით.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 9 / 10000
კატეგორია:: გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები, ინოვაციები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 31 ივლისი 2018
ავტორი: ნინო ქაშიბაძე