პეტიციები

განათლება, როგორც უმთავრესი პრიორიტეტი

მოგესალმებით! აუცილებლად მინდა შევეხო სასწავლო პროცესში არსებულ ხარვეზს, რომელიც, ცვფიქრობ, აუცილებლად გადასახედია კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ხარვეზი მდგომარეობს სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებისას მისაღები ბავშვების ასაკობრივ გადარჩევას. საკითხი მდგომარეობს შემდეგში, დღევანდელი მოცემულობით გათვალისწინებულია, რომ თუ მომავალი პოტენციური პირველკლასელი სასწავლო წლის დაწყების თარიღამდე ანუ 15 სექტემბრამდე არ არის 6 წლის ის ვერ შეძლებს მოხვდეს სკოლაში მისაღებ ნაკადში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა 16 სექტემბერს მას შეუსრულდეს 6 წელი. მიმაჩნია, რომ საკითხისადმი უფრო სამართლიანი და გონივრული იქნება შემდეგი მიდგომა: ბავშვთა იმ კატეგორიას, რომელთა ასაკიც არის 5 წელი, თუმცა მათ მე-6 წელი უსრულდებათ ამავე კალენდარული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისინიც მოხვდნენ მიმდინარე წლის მისაღებ ბავშვთა სკოლების სიებში. ამ გადაწყვეტების მიღების შემთხვევაში ბევრად უფრო თანაბარ პირობებში ამყოფებთ ბავშვთა ორივე ასაკობრივ კატეგორიას. იმედი მაქვს შეძლებისდაგვარად განვმარტე ჩემი ამ საკითხისადმი შეხედულება. მადლობა ყურადღებისვთის!

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 13 / 10000
კატეგორია:: განათლება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 09 ივლისი 2018
ავტორი: ბექა ჩაჩხიანი