პეტიციები

დროის (საათის) ეფექტური ცვლილებით - სარგებელი მოსახლეობას

საქართველოში დღეს-დღეობით სრულად ბოლომდე არ არის გამოყენებული დღის სინათლის ეფექტი და სარგებელი, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს დაზოგოს სოლიდური თანხები. სასურველია მოხდეს დროის 1 საათით ცვლილება (გადაწევა), რის საფუძველზე ერთი საათით გვიან დაღამდება და შემცირდება ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე გაწეული დანახარჯი. თვის განმავლობაში საშუალოდ დაიზოგება 30 მილიონი ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული ეფექტით 6-7 თვის განმავლობაში გრძელდება, მისი გამოყენებით დიდ თანხებს დავუტოვებთ საქართველოს მოსახლეობას და კერძო სექტორს. შედეგად - 200 მილიონ ლარამდე დაზოგილი თანხა დარჩება მოსახლეობას და კერძო სექტორს, სხვა აუცილებელი საჭიროებებისათვის - მოხდება დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე დაზოგილი ელექტრო ენერგიის ექსპორტი ან/და ბარტერული გაცვლა სხვა საჭირო პერიოდისათვის, რაც დადებითად წაადგება ქვეყნის ეკონომიკას - დღის სინათლეზე და სუფთა ჰაერზე ყოფნით კიდევ უფრო გაჯანსაღდება მოსახლეობის ცხოვრების წესი და ჯამთელობა.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 11 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 05 ივლისი 2018
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე