პეტიციები

ეროვნული გამოცდების ახალი სიცოცხლე (A LEVEL)

მინდა შემოგთავაზოთ მოდელი, რომელიც გამოცდილია დიდ ბრიტანეთში და გამოყენებადია ქართულ რეალობაში. ზოგადი განათლების ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 წელი. მე-12 კლასი უნდა დაეთმოს საგამოცდო პროცედურების ადმინისტრირებას. ქვემოთ მოცემული მაგალითი განხილვის შემდეგ შეიძლება დაზუსტდეს. განსახილველი ნიმუში: მე-9 კლასში მოსწავლეები აბარებენ საატესტატო გამოცდებს და ჩაბარების საფეხურზე აგრძელებენ სწავლას საშუალო საფეხურზე. საშუალო საფეხური სრულდება მე-11 კლასით. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამა შემოიფარგლება 11 კლასით. მე-12 კლასში მოსწავლეები მიიღებენ თავიანთ საიდენტიფიკაციო ნომერს და გამოცდების დროს არსებულ შტრიხკოდს ნაწერების ანონიმურად გასწორების მიზნით. მე-12 კლასში გამოცდების ნაწილი ჩატარდება ოქტომბერ-ნომებერში, და აპრილ-მაისში. მოსწავლეები. გამოცდისთვის ელექტრონული რეგისტრაცია მოხდება აგვისტოში. მე-12 კლასში მოსწავლეები საატესტატო გამოცდას ჩააბარებენ ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში. იქნება ერთი ტესტი, ოღონდ ატესტატის მისაღებად დაწესებული იქნება ბარიერი. ერთი ტესტით და ერთი გამოცდით ერთ საგანში მოსწავლე აბარებს საატესტატო გამოცდას და ასევე მონაწილეობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ოქტომბერ-ნომებერი, და აპრილ-მაისი კარგი პერიოდია, რადგან არც ცხელა და გზებიც გახსნილია თოვლისგან. გამოცდები ჩატარდება იმავე ცენტრებში, რომელთაც ახლა იყენებენ. ასევე მეთვლაყურეები იქნებიან იგივე და ასევე გამსწორებლებიც. ოქტომბერ-ნომებერში, და აპრილ-მაისში ჩატარებული საგამოცდო ნაწერები შეგროვდება და გასწორდება ისე, როგორც ახლაც ასწორებენ. ივნისში აბიტურიენტებს ეცოდინებათ თავიანთი ქულები მათ მიერ ჩაბარებულ გამოცდებში. ისინი ვინც საატესტატო ბარიერს ვერ გადალახავენ, გამოეთიშებიან კონკურსს. ივლისში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს რეგისტრაციას უნივერსიტეტებში. აბიტურიენტები გააკეთებენ არჩევანს, რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე სურთ სწავლა. იქნება ისე, როგორც არის ახლა. შეეძლებათ ბევრი ფაკულტეტის მითითება. აგვისტოში შეფასებისა და გამოცდების ცენტრი გამოაცხადებს ჩარიცხვებსა და გრანტებს როგორც ხდება ახლა. ეს წარმოადგენს ბრიტანულ A დონის A Level გამოცდას. ეს მოდელი იქნება პრობლემის გადაჭრა. რა თქმა უნდა წლების შემდეგ ამ მოდელსაც დასჭირდება განახლება

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 4 / 10000
კატეგორია:: განათლება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 16 ივლისი 2018
ავტორი: გურამი კოკაია