პეტიციები

საპატრულო პოლიციის მხრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერი წესების დარღვევებზე მეტი სიმკაცრე

მოგეხსენებათ თბილისში მუდმივად საცობებია, ასევე დაბინძურებულია ჰაერი, მოვითხოვოთ საპატრულო პოლიციისგან მოყვეს უმკაცრესი რეაგირება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ, რომლებიც არღვევენ წესებს. საპატრულო პოლიციისგან საჭიროა უმკაცრესი ზომების მიღება აქ ჩამოთვლილ და არა მარტო აქ ჩამოთვლილ წესების დარღვევაზე: 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მხრიდან მაჭუტის არ გამოყენების შემთხვევაში დიდი ჯარიმა! 2. მძღოლების მიერ ერთმანეთის მიმართ გზის დათმობის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ჯარიმა. 3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შემთხვევაში დიდი ჯარიმა! --- მინიმუმ ეს 3 პუნქი იქნება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რომლის შედეგიც იქნება საცობის და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი. შეგახსენებთ, პირველად ღვედის შეკვრა სავალდებულო რომ გახდა ხალხს გაუჩნდა პროტესტის გრძნობა და წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჯარიმამ აიძულა მძღოლები, რომ დაეცვათ წესები, შემდეგ კი უკვე მძღოლებს ჩვევაში გადაუვიდათ წესების დაცვა (ღვედის შეკვრა) და მიხვდნენ რომ თურმე ეს აუცილებელია.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 9 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 05 ივლისი 2018
ავტორი: გიორგი ბულია