პეტიციები

გავუფრთხილდეთ საავტომობილო გზებს ზედმეტი ტვირთის გადატანის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცუდ მდგომარეობაშია როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ისე შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები. ამის მიზეზი, ძირითადად, გზებზე ზედმეტი წონის მქონე ტვირთის გადამტანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობაა. უმეტეს შემთხვევაში მათ მდინარეების სანაპიროდან ამოღებული ინერტული მასალა გადააქვთ და თითქმის ყველა მათგანი გადატვირთულია (დაშვებულზე მეტი წონის / რაოდენობის ტვირთით). მოსახლეობას არაერთხელ შეუნიშნავს, თუ როგორ გადმოდის წყალი დატვირთული სატვირთო მანქანებიდან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვიშა-ხრეში პირდაპირ მდინარიდანაა ამოღებული და მისი წონაც გაცილებით დიდია. არის შემთხვევები, როცა ზედმეტი ტვირთის გამო დამუხრუჭების დროს მანქანებიდან დიდი ზომის ქვები ცვივა. ამორტიზირებული გზების შეკეთებას წლები (უკეთეს შემთხვევაში, - რამდენიმე თვე მაინც) სჭირდება, რის გამოც მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია. მივმართავთ მთავრობას: შეიმუშაოს გზებზე სატვირთო მანქანების მიერ ზედმეტი წონის მქონე ტვირთის გადატანის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები. არსებული სტანდარტები და მექანიზმები საკმარისი არაა, რაც დადასტურებულია ფაქტებით.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 11 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ეკონომიკა, გარემოს დაცვა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 26 ივნისი 2018
ავტორი: ირაკლი პაპავა