პეტიციები

ოზურგეთის უძველესი აბანოს ნაშთების გადასარჩენად!

ი ს ტ ო რ ი ა: ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს არქეოლოგიური/არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი - უძველესი აბანოს ნაშთები. ნაგენობის ნაშთები ოზურგეთში პირველად 1957 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ძეგლის სრული შესწავლა არ მომხდარა. ძეგლი მიეკუთვნა სავარაუდოდ გვიან ანტიკურ ან ადრე ფეოდალურ ხანას. ნაშთები კვლავ გამოვლინდა 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა ათი დღის განმავლობაში ძეგლის მხოლოდ მცირე პერიმეტრზე, ამიტომ მისი სრული გაბარიტით გამოვლენა ვერ მოხერხდა. აბანოს ჩრდილოეთ ნაწილი დაზიანდა ბულდოზერის მიერ იუსტიციის სახლის მშენებლობისას, ხოლო სამხრეთ ნაწილი 1957 წლის სამუშაოებისას იყო დაზიანებული. ა რ ს ე ბ უ ლ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა: ამჟამად ძეგლის მდგომარეობა კრიტიკულია. 2012 წელს ობიექტი მხოლოდ ბეტონის კედლით შემოსაზღვრეს, თითქოს დაცვის მიზნით. არ განხორციელებულა ძეგლის კონსერვაციის/დაცვის ღონისძიებები. იგი ღია ცის ქვეშ ყურადღების გარეშეა დატოვებული და ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად დღითიდღე ზიანდება. კულტურის სამინისტროს დაკვეთით შემუშავებულია მისი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც დღემდე არ განხორციელებულა. მოუწესრიგებელია ძეგლის სამართლებრივი მდგომარეობაც, კეძოდ, მას კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტი სტატუსის გარეშეა.) მ ო თ ხ ო ვ ნ ა: საქართველოს მიერ რატიფიცირებული არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სახელმწიფომ უზრუნველყოს: 1. აბანოს ნაშთებზე არქეოლოგიური სამუშაოების სრული ციკლის ჩატარება (არქეოლოგიური გათხრის, რესტავრაცია-კონსერვაციისა და მეცნიერული შესწავლის ჩათვლით); 2. აბანოს ნაშთებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 65 / 10000
კატეგორია:: კულტურა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 14 ივნისი 2018
ავტორი: თამთა სარიშვილი