პეტიციები

ერაყის ომის დროს, საქართველოდან ერაყში გაგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს მიეცეთ ,,სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი"-ს სტატუსი

,,დამატებითი ტვირთი" 2003-2008 წლების ერაყის ომში საქართველო შედიოდა კოალიციური ძალების შემადგენლობაში. ქართველ ჯარისკაცებს ჰქონდათ იგივე ამოცანები რაც ამერიკელ, ბრიტანელ თუ სხვა კოალიციაში შემავალი ქვეყნების ჯარისკაცებს. ტვირთების კონვოირება, ახალი ბაზების, ჩეკპოინტების გახსნა და კონტროლი, ჩხრეკა, თვალთვალი, მოწინააღმდეგესთან კონტაქტი და სხვა საბრძოლო ამოცანები. ქართველ ჯარისკაცებს ისევე როგორც ამერიკელ, ბრიტანელ, პოლონელ და .სხვა სახელმწიფოს ჯარისკაცებს, რომლებიც შედიოდნენ კოალიციაში, ესროდნენ, ბომბავდნენ, აფეთქებდნენ, საქართველოს მხრიდან არიან სხვა და სხვა კატეგორიის სიმძიმის დაჭრილები და დაღუპულები. ამერიკელ ჯარისკაცს რომელიც ქართველი ჯარისკაცის გვერდი-გვერდ ომობდა ერაში ომის მონაწილე ჰქვია, ხოლო ჯართველ ჯარისკაცს რომელიც ასრულებდა იგივე დავალებებს ერაყში, სამშვიდობო მისიაში მონაწილე. ეს არ იყო ნატოს ჯარების სამშვიდობო მისია. ეს იყო აშშ-ის და მოკავშირე სახელმწიფოების ჯარების საომარი ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ, რომელიც მიზმად ისახავდა სადამ ჰუსეინის დიქტატორული მმართველობის დამხობას, და ამას არავინ მალავს. და აქ არაფერ შუაშია ქართული ჯარის სამშვიდობო მისა, ქართველები ერაყელებს და ამერიკელებს ვერ გააშველებდნენ, მით უფრო, რომ ქართული კონტინგენტი ა.შ.შ.-ის მე-3-ე ბრიგადის პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. უსამართლობაა როდესაც ჯარისკაცს სამშობლოსათვის ომში აგზავნის სახელმწიფო ხოლო შემდგომ ამ ყველაფერს თავის სახელს არ არქმევს. რაც შეეხება სამართლიანობას, ვეტერანთა ომბუდსმენის განმარტებით, ვციტირებ: "დაყენებული პრობლემა სამართლიანია და სამწუხაროდ დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო პოლიტიკური გადწყვეტილება, რომ საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს ეს საკითხი, რადგან ყველაფერი მაინც ბიუჯეტს უკავშირდება და სამწუხაროდ ყველა ხელისუფლება ცდილობს ეს სოციალური პაკეტი სახელმწიფოს დამატებით ტვირთად არ დააწყვეს. უკვე წლებია ვცდილობთ ამ პრობლემატური საკითხის დარეგულირებას, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი მსჯელობის დონეზე რჩება. ,,დამატებითი ტვირთი" ასე აფასებს საქართველოს ხელისუფლებები ქართველ მებრძოლ ჯარისკაცებს?! მოვითხოვ დაუყოვნებლივ მომზადდეს პეტიცია, 2003-2008 წლებში ერაყისრესპუბლიკის ტერიტორიაზე, ერაყის ომის დროს, საქართველოდან ერაყის რესპუბლიკაში საბრძოლო დავალებების შესასრულებლად გაგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ,,სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი"-ს სტატუსის მინიჭების შესახებ.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 8 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 29 მაისი 2018
ავტორი: თენგიზ ბადრიძე