პეტიციები

შეიცვალოს განათლების სისტემა

ამჭამად, ჩვენი განათლების სისტემა არაფრით არის უკეთესი რუსულ განათლების სისტემაზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. საშუალო განათლების სისტემა არის მოძველებული, არ არის ადაპტირებული მოსწავლეზე, ხოლო მისი კონტენტი 60-70%-ით შედგება მოსწავლეთათვის გაუგებარი და სრულიად არასაჭირო ინფორმაციისაგან, რომელიც მათ ავიწყდებათ საკონტროლო წერის ან გამოცდის მერე. მე გთავაზობთ ახალი, ექსპერიმენტალური განათლების სისტემის პროტოტიპს, რომელიც ეყრდნობა აშშ-ს მოდელს. ის შედგება 7 პუნქტიდან: 1. 7 კლასიდან დაიწყოს მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების და ინტერესების კვლევა და ამის მიხედვით მოსწავლეს მიეცეს უფლება, თვითონ აირჩიოს ის საგნები, რომლებიც მისთვის არის საინტერესო, მაგრამ დარჩეს 5 აუცილებელი: ქართული ენა, ინგლისური ენა, ისტორია, გეოგრაფია (9 კლასამდე), მათემატიკა (9 კლასამდე). 2. შეწყდეს რუსული ენის შესწავლა 12 კლასამდე, როგორც მინიმუმ, პროგრამა უნდა შემოკლდეს 6 კლასიდან 9 კლასამდე. 3. სახელმძღვანელოებიდან სრულად აღმოიფხვრეს რელიგირუ/პოლიტიკური ან სხვა სახის პროპაგანდა, ავტორის აზრის ინტენსიურად თავს მოხვევა მოსწავლეზე 4. შემცირდეს სახელმძღვანელოების წონა, რაგდან 5 დღის განმავლობაში ~12კგ ტვირთის ზიდვა ცუდად მოქმედებს მოსწავლის ჯანმთელობაზე, იწვევს სქოლიოზს, ხერხემლის გამრუდებას და სხვა საშიშ დაავაგებებს. 5. სკოლებში დაიწყოს "ბუფეტების" რეორგანიზაცია, ანტისანიტარიის აღმოფხვრა, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა, მოსწავლეზე ადაპტაცია და ფასების შემცირება. 6.ინფორმატიკის სწავლება დაიწყოს 7 კლასიდან და გაგრძელდეს 9 კლასამდე, ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლემ უნდა შეძლოს კომპიუტერულ ტექნიკასთან ნორმალურ დონეზე ურთიერთქმედების შესწავლა. 7. ჩატარდეს მასწავლებელთა განმეორებითი გადამზადება, მათ შორის ფსიქოლოგიურად. ეს იყო 7 პუნქტი, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შესრულდეს ჩვენი ფაქტიურად დანგრეული განათლების სისტემის "გასაცოცხლებლად".

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 7 / 10000
კატეგორია:: განათლება, მეცნიერება, კულტურა, ინოვაციები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 25 მაისი 2018
ავტორი: ნიკოლოზ გელაზონია