პეტიციები

B (ბე) ჰეპატიტის სკრინინგი საქართველოში

დღეს დღეობით საქართველოში B ჰეპატიტიზე პროფილაკტიკის მიზნით ვაქცინაცია მიმდინარეობს, რაც ძალიან კარგია, რადგან აცრილ მოსახლეობას დაინფიცირების ძალიან მცირე საფრთხე აქვს. სამწუხაროდ, არ ხდება B ჰეპატიტის სკრინინგი, რაც C ჰეპატიტის შემთხვევაში მოხდა. B ჰეპატიტი C-ზე არანაკლებ სახიფათო ვირუსული დაავადებაა. ჰეპატიტის გამომწვევი ხუთი ვირუსიდან მხოლოდ B ჰეპატიტის ვირუსი დაახლოებით 600 000 ადამიანს კლავს წელიწადში, რაც მალარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვს უტოლდება. B ჰეპატიტით დაინფიცირდა ორ მილიარდზე მეტი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი. დაინფიცირებულთა უმეტესობა რამდენიმე თვეში განიკურნა. დაახლოებით 350 000 000-ზე მეტი ადამიანის შემთხვევაში ამ დაავადებამ ქრონიკული სახე შეიძინა. მათ მთელი სიცოცხლე ამ დაავადებასთან ერთად უწევთ ცხოვრება. გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს სხვისი დაინფიცირების საშიშროება.* დროულად გაწეულმა სამედიცინო დახმარებამ შესაძლოა თავიდან აარიდოს მოსალოდნელი სერიოზული გართულებები მათაც, რომლებსაც ქრონიკული ჰეპატიტი აქვთ. ბევრი მხოლოდ მაშინ იგებს, რომ B ჰეპატიტი სჭირს, როცა სისხლის სპეციალურ ანალიზს იკეთებს. დაავადება შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის აღების შემთხვევაშიც კი არ გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ უწოდებენ B ჰეპატიტს „ჩასაფრებულ“ მკვლელს; ის „მსხვერპლს“ თავს მოულოდნელად „ესხმის“. დაავადების სიმპტომები შესაძლოა ათწლეულების მანძილზეც კი არ გამოვლინდეს. როცა სიმპტომები თავს იჩენს, შესაძლოა უკვე განვითარებული იყოს ციროზი ან სიმსივნე. ეს დაავადებები სიცოცხლეს უსწრაფებს B ჰეპატიტით დაინფიცირებულ ყოველ მეოთხე ადამიანს. საქართველოშიც დიდია დაინფიციების სტატისტიკა, რადგან ვაქცინა მცირე რაოდენობით შემოდის და არასაკმარისია მოსახლეობისთვის. უნდა ჩატარდეს ჯანმრთელი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია და უნდა დაიწყოს ამ ვირუსული ინფექციის სკრინინგი. გარდა იმისა რომ, აღნიშნული ვირუსი სახიფათო და დამღუპველია, ამ ვირუსის მქონე ადამიანები სახელმწიფო სამსახურში არ მიიღებიან. სახელმწიფო პოლიტიკას "არ გარიყო" თავად სახელმწიფო არღვევს. უამრავი ამ ტიპის ვირუსით დაავადებული ადამიანი გამოთქვამს სურვილს დასაქმდეს როგორც შსს-ს სტრუქტურებში, ასევე თავდაცვის სფეროში.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 7 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 24 მაისი 2018
ავტორი: სოსო ქუმსიაშვილი