პეტიციები

პატიმრების შეწყალების პროცესის გამჭვირვალობა და მათ საზოგადოებაში ადაპტაციაზე ზრუნვა

მოგეხსენებათ, პატიმრების შეწყალების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშუალოდ უმაღლესი მთავარსარდლის პრეროგატივაა, თუმცა პატიმარი რომლის შეწყალებაც ხდება, ჩვენს საზოგადოებაში განაგრძოს ადაპტაციას. შესაბამისად აუცილებელია მოხდეს აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობა და უშუალოდ საზოგადოების პროცესში ჩართულობა. ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ საზოგადოება შიშით ელოდება შეწყალებული პატიმრების ახალი ჯგუფის გამოსვლას, ვინაიდან მათთვის უცნობია პატიმრის კრიმინალური ისტორია და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. არსებობს იმის დიდი რისკი, რომ პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ვერ მოახდენს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და ისევ კრიმინალურ საქციელს ჩაიდენს, რაც მისი უკან დაბრუნების მიზეზი ხდება. აღნიშნული ქმედება კი მოგეხსენებათ ზრდის საერთო კრიმინალურ სტატისტიკას. გთავაზობთ, შეიქმნას ვებ გვერდი, სადაც განთავსდება პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების სია, რათა საზოგადოებას ონლაინ გასაჩივრების საშუალება მიეცეს, რის საფუძველზეც მოხდება ამა თუ იმ პატიმრის შეწყალების დაბლოკვა. რათქმაუნდა თავად პატიმარი უნდა დარჩეს ინკოგნიტო, თუმცა მისი კრიმინალური ისტორია უნდა იყოს საზოგადოებისთვს ცნობილი, რაც იქნება მისი განსჯის მთავარი კრიტერიუმი. არ იქნება საჭირო მისი ფოტო ან სრული სახელი, მხოლოდ ინიციალები და მისი ისტორია. აღნიშნული ქმედება პრეზიდენტის ადმინისტრაციას და უმაღლეს მთავარსარდალს მისცემს საშუალებას თავიდან აირიდოს ის უმაღლესი პასუხისმგებლობა, რაც დამნაშავის ციხიდან გამოშვებას შეიძლება მოჰყვეს, რადგან აღნიშნულ პროცესში საზოგადოება იქნება ჩართული და საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხი თავად მიიღებს.. ამასთან სასურველია, შეიქმას ორგანიზაცია, რომელიც შეწყალებული პატიმრების შემდგომ ადაპტაციაზე იზრუნებს. დააკვირდება მათ ფსიქილოგიურ მდგომარეობას და ცხოვრების წესს. გადაამზადებს და დაეხმარება დასაქმებაში.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 23 მაისი 2018
ავტორი: სოსო ქუმსიაშვილი