პეტიციები

ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა-შემსუბუქება (სახელმწიფო პრექტი)

საქართველოში სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის უმეტესობას 90-იან წლებამდე წარმოებული ავტომობილი ყავს. მანქანების სიძველისა და ამორტიზაცის გამო მათი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ეკოლოგიურ სტანდარტებს, მექანიკური გადაცემათა კოლოფის გამო, დამატებით იწვევენ შუქნიშანზე დაყოვნებას. სახელმწიფო პროგრამით ეტაპობრივად უნდა მოხდეს ავტომობილების მოსახლეობიდან ნებაყოფლობით ჩაბარების პროგრამა. 1 ავტომობილზე არანაკლებ 2000 ლარი ანაზღაურების გაცემა. კონკრეტულ ავტომფლობელს უნდა უღირდეს (ჯართის ფასზე მეტად) მისი ჩაბარება. დაფინანსების თანხის მოპოვება შეიძლება - მეგობარი ქვეყნებიდან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხოელი დონორებიდან ეკოლოგიის მიმართულებით. პროექტი შეესაბამება გაეროს მიერ 2015 წელს მიღებულ მდგრადი განვითარების მიზანი 3-ს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. მიზანი 15-ს ეკოსისტემები. პროექტის შედეგად: 1. გაუმჯობესდება ეკოლოგიური გარემო, იქნება ნაკლები გამონაბოლქვი (ტყვიის შემცველობა და ა.შ. 2. გაუმჯობესდება ადამიანთა ჯამრთელობა, შემცირდება ტოქსიკური და მავნე გამონაბოლქვი აირებით ადამიანთა ავადობაა და მკურნალობის ხარჯები. 3. ნაკლები რაოდენობის ავტომობილები იმოძრავებს ქალაქებსა და რაიონებში, ქუჩებში გამოთავისუფლდება ადგილები პარკინგზე და შუქნიშნებზე გაიზრდება გამტარიანობა. 4. შემსუბუქდება და გაუმჯობესდება სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მდგომარეობა.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 13 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 21 მაისი 2018
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე