პეტიციები

სოციალური პროექტი (შეღავათი მზის ენერგიის გამოყენებით)

სოციალურად შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 170 000 შეადგენს. მათი მწირი ფინანსებიდან ცხელი წყლის მისაღებად გაწეულ დანახარჯს საკმაო თანხები მიაქვს . სასურველია შემუშავდეს პროექტი რომლითაც თითეულ ოჯახს გადაეცემა მზის წყლის გამაცხელებელი. გამაცხელებელი წლის ნებისმიერ დროს მუშაობს მზის ენერგიაზე და უზრუნველყოფს ცხელი წყლის მიწოდებას. სისტემა ვაკუუმური ენერგოშემკრები მილაკების საშუალებით მუშაობს, რომლებიც ალტერნატიული ენერგიის გამოყენების ახალი ტექნოლოგიაა. აღსანიშნავია, რომ ცივ და მოღრუბლულ ამინდშიც დღის განმავლობაში გარკვეულწილად მზის სხივი მაინც აღწევს ელემენტებთან და ხდება წყლის გაცხელება. შესაძლოა არ მივიღოთ 70-90 გრადუსი, თუმცა 40-მდე მაინც გათბება რომელიც თავისუფლად არი სესაძლებელი გამოყენებული იქნეს სამზარეულოსა თუ აბაზანაში ან/და სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. შედეგად შესაძლებელია წლის განმავლობაში ენერგომატარებლის (ელექტრო ენერგია, გაზი, შეშა) 60-80% იანი ეკონომია. საშუალოდ 200-300 ლარამდე. პროექტის ღირებულება 120 მილიონ ლარია (დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია უცხოური დონორებისაგან და მეგობარი ქვეყნებიდან (გაეროს მიერ 2015 წელს შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზნები N1 სიღარიბის აღმოფხვრის და N7 ენერგოეფექტურობის მიმართულებით ) - შედეგად სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა დაახლოებით 34-51 მილონ ლარამდე თანხას დაზოგავს და გამოიყენებს მას სხვა აუცილებელი საჭიროებებისთვის. - გაუმჯობესდება ჰიგიენური პირობები და მათი ჯანმრთელობა, აგრეთვე შემცირდება მედიკამენტებზე დანახარჯები - შემცირდება ელექტროენერგის და გაზის იმპორტის მოცულობა, რაც დადებითად აისახება ლარის გაცვლით კურსზე. - შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ევროკავშირის და სხვა განვითარებულ ქვეყნებში - გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, შემცირდება წვის შედეგად გამოყოფილი აირები

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 9 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ენერგეტიკა, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 14 მაისი 2018
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე