პეტიციები

სოციალური პროექტი (შეღავათი ენერგოეფექტურობით)

სოციალურად შეჭირვებული დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა 170 000 შეადგენს. ელექტროენერგიის დანახარჯს საკმაო თანხები მიაქვს მათი მწირი ფინანსებიდან. სასურველია შემუშავდეს პროექტი რომლითაც თითეულ ოჯახს გადაეცემა ენერგოეფექტური 3ც. ლედ ნათურა. . (4014 ან 4020 SMD No Flicker LED Bulb) ლედ (დიოდური) ნათურების 8-10 ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ,,ილიჩის ნათურები", მათი მუშაობის ხანგრძლივობა 25000-50000 საათია. ფასი კი სიმძლავრის მიხედვით 5-10 ლარამდე მერყეობს. 3ც. 10 ვატიან ნათურას წლის განმავლობაში შეუძლია დაახლოებით 90 ლარის ეკონომიის გაკეთება. დენის გადასახადი დახაჯული კილოვატების მიხედვით იცვლება, დამატებით 48 დან 144 ლარამდე ეკონომიას მიიღებს მომხმარებული თუ ჩაჯდება კონკრეტულ ტარიფში. პროექტის ღირებულება 5.1 მილიონ ლარია (დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია უცხოური დონორებისაგან და მეგობარი ქვეყნებიდან ენერგოეფექტურობის მიმართულებით) - შედეგად სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა დაახლოებით 20-34 მილონ ლარამდე თანხას დაზოგავს და გამოიყენებს მას სხვა აუცილებელი საჭიროებებისთვის. - შემცირდება ზამთრის პერიოდში ელექტროენერგის და თბოსადგურისათვის საჭირო გაზის იმპორტის მოცულობა, რაც დადებითად აისახება ლარის გაცვლით კურსზე.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 13 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები, ინოვაციები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 14 მაისი 2018
ავტორი: ზურაბი ტუსკაძე