შეავსეთ ვებ გვერდზე სარეგისტრაციო ფორმა, ან გამოიყენეთ ახალი ID ბარათი ან მოქალაქის პორტალ - My.gov.ge-ს მომხმარებლის სახელი და პაროლი.
პეტიციის გამოქვეყნების შემდეგ თქვენ მოგივათ შეტყობინება, რომ პეტიცია განთავსდა პორტალზე.
თქვენ გაქვთ 30-დღიანი ვადა, რომ შეაგროვოთ პეტიციის განხილვისათვის საჭირო 10000 ხელმოწერა.
პეტიციის დამატების გვერდზე შეავსეთ ყველა ველი: მონიშნეთ, თუ თემას ეხება თქვენი პეტიცია, მოკლედ დაწერეთ პეტიციის სახელი, ჩაწერეთ პეტიციის ტექსტი.
შეგიძლიათ ასევე ატვირთოთ ფოტო, რომელიც კავშირში იქნება პეტიციის თემასთან.
პეტიციის გაგზავნის შემდეგ მას განიხილავს პორტალის მოდერატორი. თუ თქვენი პეტიცია აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, პეტიცია გამოქვეყნდება პორტალზე.